პიტერ სტანო – თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება

თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება , – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუ რუსეთის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ცნობები დადასტურდება, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და ესკალაციის აშკარა ნიშანი იქნება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
მისივე თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშები იმის ნიშანია, რომ ვლადიმერ პუტინი დეესკალაციას არ ცდილობს.
შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დღეს დილით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე