იტალიაში საბოლოოდ დაამტკიცეს მკაცრი წესები ელექტრონული სკუტერის მომხმარებლებისთვის

ოთხშაბათს, იტალიის პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი, რომელიც აწესებს მთელ რიგ მოთხოვნებს ელექტრო სკუტერის მძღოლებისთვის და უფრო მკაცრ ჯარიმებს სკუტერების უყურადღებო პარკინგისთვის. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
20 ნოემბერს პროექტი დაამტკიცა ზედა პალატაში, სენატში, საგზაო უსაფრთხოების სფეროში უფრო ფართო რეფორმების ფარგლებში. სკუტერთან დაკავშირებით განახლებები გამიზნული იყო ტრანსპორტის ამ ახალი ფორმის დასარეგულირებლად, რომელიც ფართოდ გავრცელდა კორონავირუსული პანდემიის შემდგომ წლებში – როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში.