ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ისრაელის არმიამ 21 ნოემბრის დილით დაბომბა, სულ მცირე, ხუთი საცხოვრებელი შენობა, რომლებშიც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.
პალესტინის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების თანახმად, მათგან ბევრი ნანგრევებშია ჩამარხული. ამის ფონზე ს არმიამ გააფართოვა სახმელეთო საომარი ოპერაცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთში.
მედიკოსების თანახმად, ქალაქ ბეიტ-ლაჰიაში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციაც, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
ჰამასის (-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რიცხვი 66-ია და მათი უმეტესობა ნანგრევებს ქვეშაა მოყოლილი, მაგრამ ჯერ მათთვის არ მიუგნიათ.
ისრაელის არმიას, რომელიც გასული თვის დასაწყისიდან აწარმოებს საომარ ოპერაციას პალესტინელთა ტერიტორიაზე, ბაეიტ-ლაჰიაში და მიმდებარე ჯაბალიისა და ბეიტ-ჰანუნის რაიონებში, რათა ჰამასმა გადაჯგუფება და თავდასხმები ვერ მოახერხოს, კომენტარი არ გაუკეთებია.
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ბოლო მონაცემებით, შარშან ოქტომბერს მერე, როცა ისრაელმა დაიწყო საომარი მოქმედება ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, ღაზის სექტორში მოკლულია 44 ათასი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 104 ათასზე მეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – არაფერი, გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნებისა ახალი წესებით, არ დევს მაგიდაზე – იქნება კიდევ უფრო მყარი და მკაფიო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან