გიორგი კალანდარიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს გაყალბების საქმეზე გამოიკითხება. კალანდარიშვილი ირწმუნება, არ არსებობს გარემოება, რომელიც არჩევნების სისტემურ დარღვევას დაამტკიცებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მყისიერად მოვედი პროკურატურაში და მათ მივაწვდი ყველა ჩემ ხელთარსებულ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის.
როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში იკითხებიან თანამშრომლები. ვფიქრობ, ეს გამოძიება გაგრძელდება და სხვა პირებიც იქნებიან გამოკითხული, რაც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ეფექტიანობისთვის. [..]
ეს არის არჩევნებიდან 26-ე დღე და დღემდე არ გვინახავს არც ერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც იტყოდა იმას, რომ სისტემურ დარღვევას ან რამე არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი და რომელსაც შეეძლო რამე გავლენა მოეხდინა შედეგებზე”, – ამტკიცებს კალანდარიშვილი.