ჯო ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალდებები წარუდგინეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ს შვილს, ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალდებები წარუდგინა. ჰანტერ ბაიდენს ამჯერად 2016-2019 წლებში 1.4 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას ედავებიან.
53 წლის ჰანტერ ბაიდენს აქამდე გადასახადებთან დაკავშირებით სამ სისხლის სამართლის საქმეზე და ექვს გადაცდომაზე ედავებოდნენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. -ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გამოძიება ჰანტერ ბაიდენის საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
იუსტიციის დეპარტარტამენტის ბრალდებაში ასევე ნახსენებია, რომ ჰანტერ ბაიდენი გადასახადების გადახდის ნაცვლად, ფულს ხარჯავდა ნარკოტიკებზე, ესკორტებზე, მდიდრულ სასტუმროებზე, ეგზოტიკურ მანქანებზე და ა.შ.
ჰანტერ ბაიდენის ადვოკატის თქმით, მისმა კლიენტმა საბოლოოდ აღნიშნული გადასახადები სრულად გადაიხადა.
თეთრ სახლს ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ ახალ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.