– დიახ, „ტექნიკურ მისიასთან“ ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა ტექნიკური მისიაა – საერთაშორისო გამოძიება, არა თუ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელია

დიახ, „ტექნიკურ მისიასთან“ ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა ტექნიკური მისიაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ითანამშრომლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება „ტექნიკურ მისიასთან“.
მდინარაძის შეფასებით, „საერთაშორისო გამოძიება, არა თუ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელია“.
„დიახ, ტექნიკურ მისიასთან ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა „ტექნიკური მისია“. თუ თქვენ როგორც ბრძანებთ, ეროვნული თავმოყვარეობის გამორიცხვით, რომ ვიღაცა გარედან უნდა ჩამოვიდეს და რაღაცა შენს ქვეყანაში გამოგიძიოს, თავმოყვარეობის ამბავია რომ ამაზე არ უნდა ილაპარაკოთ. მათ შორის, არც ჟურნალისტებმა. გარედან, როგორც კი გამოძიებას გიხსენებენ, შენ ქვეყანაში, შიდა საქმეებში გარედან უნდა ჩაერიოს ვიღაცა და თან გამოძიებით, ამ შეურაცხყოფაზე ნუ წახვალთ.
ჯერჯერობით ტექნიკური მისიის ფორმატი არ ვიცით. [ჩვენ] ვითანამშრომლებთ, ტექნიკური სტაფერი ჩამოვა, ტექნიკურ სტაფერი შეხვდება, პოლიტიკოსი ჩამოვა პოლიტიკოსი შეხვდება, რაღაცა ტექნიკური მისია იქნება ტექნიკურად გავცემთ პასუხს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირიდან „ტექნიკური მისიის“ ჩამოსვლა იგეგმება, რომლის მიზანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესწავლა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)