უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ

კიევი არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ შეთანხმებას ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ -ის კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

არ მიიღებს რაიმე წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტთან ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ არანაირ ინიციატივას, არ მივიღებთ შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“, – აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის დატოვებას აგრესორის ხელში, რაც გამოიწვევს გენოციდს, წამებასა და ჩაგვრას.

„ეს არის დაშოშმინება და არ მშვიდობა. დაშოშმინება წარსულში არასდროს მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს“, – აღნიშნა სიბიგამ.

მან რუსეთში დამტკიცებულ განახლებულ ბირთვულ დოქტრინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ს მხრიდან შანტაჟი.

„რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა და რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი”, – განაცხადა სიბიგამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ ფიშერი – ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს

გედევან ფოფხაძე – ვარწმუნებ ივანიშვილის მსახურებს, რომ მათი მოტივაცია და ჩვენი კონტრასტულია, აქციაზე რაოდენობას ნუ ითვლიან – თუ რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილსა და კოტე აფხაზს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გმირები იყვნენ