„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია .
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი წესდების თანახმად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად.
ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
ასევე ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.
ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის უნდა იქნას ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში.
ეს არის ის სიახლეები, რაზეც ჩვენ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის