თსუ-სთან აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

19 ნოემბრის აქციის მონაწილე, 21 წლის მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
-ს განცხადებით, მატე დევიძემ 19 ნომბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
19 ნოემბერს, გამთენიისას, პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაშალა აქცია, რომელზეც მოქალაქეები ხელახალი ს ჩატარების მოთხოვნით უკვე მე-2 ღამეს ათევდნენ. დარბევის დაწყებამდე შსს-ს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ მათ 15 წუთს აძლევდნენ ტერიტორიის დასატოვებლად. მათი თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გზის გადაკეტვის საჭიროება ყოფილიყო. აქციის მონაწილეების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.