ნიკო მანაგაძის თქმით, საგამოძიებოში დაიბარეს “იმედის” ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ეპიზოდზე

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებისთვის სავარაუდო ხელის შეშლის ეპიზოდს.
მანაგაძის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურს სწორედ “იმედმა” მიმართა.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და უნდა გამოცხადდეთ უწყებაშიო. რა მოხდა: იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე (“მთავარი არხის” ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას. და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში […]
ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ “პოლიციელებზე” კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად. ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ “კოლეგებს”, – წერს მანაგაძე სოციალურ ქსელში.
19 ნოემბერს, აქციის მონაწილეთა ნაწილი “იმედის” ჟურნალისტს ეკითხებოდა, რატომ არ გააშუქა “მთავარი არხის” ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე თავდასხმის ფაქტი, როცა მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. ასევე კადრები, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ -ს დანაყოფები მოქალაქეებზე. მათ შორის არის მანაგაძეც. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის “იმედის” ჟურნალისტს, მეგი ნარსავიძეს ასე მიმართავს:
“ეს [“მთავარი არხის” ოპერატორზე ძალადობის კადრი] კადრი გაუშვით ეთერში? ეს კადრი საინტერესო არ იყო თქვენთვის? არ გეჩხუბებით, გეკითხებით, თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს მნიშვნელოვანი არ არის? თქვენს კოლეგაზე ფიზიკურ ძალადობას არ გმობთ? პროტესტი არ გიჩნდებათ? თქვენი კოლეგის მიმართ სოლიდარული არა ხართ? […] ტელეკომპანია იმედი, როცა 7 ნოემბერზე საუბრობთ მუდმივად, საპოლიციო ძალების მხრიდან ტელეკომპანია იმედზე ძალადობაზე აპელირებთ მუდმივად წინა ხელისუფლების შემთხვევაში, დღეს, იმავე სიტუაციას როცა ხედავთ, არ გიჩნდებათ პროტესტი?”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა