არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე – ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს

ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სარჩელი – და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ საკუთარი ვარაუდი იმით განამტკიცა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი სულელურია და საფუძველი არ აქვს.
„თეორიულადაც არ შეიძლება ამის დაშვება – წინასწარ ვიცი ზუსტად, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს – ზუსტად ვიცი და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ. მხოლოდ ხელისუფლებას ზეწოლა შეეძლო „ნაცების“ დროს და ახლა ხელისუფლებას არაფერიც არ შეუძლია, არანაირ ზეწოლაზე არ მიდის ის არასდროს და ასეთი მორალიც რომ არ არსებობს არსებულ ხელისუფლებაში, მყარი გარანტიებია მოსამართლის თავისუფლების. და დიახ, თუ ობიექტურად გადაწყვეტენ, დარწმუნებული ვარ, იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაში იმდენად სულელური სარჩელია შეტანილი, რომ ვერ დააკმაყოფილებს ვერანაირად, მაგრამ თუ სუბიექტური გადაწყვეტილებაა, არც ზუსტად ვიცი და არც ის ვიცი, რას ჩაწერს ვიღაცა, მოსამართლე იქნება თუ სხვა.“- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი დარეგისტრირდა. ის ამ დრომდე წარმოებაში მიღებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)