საია ითხოვს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალოს პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საკონსტიტუციო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით მიმართა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე “ტვ პირველის” ეთერში განმარტავს, საიას მიზანია, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილს დასწრება აეკრძალოს.
,,დიდი მოლოდინი სასამართლოსი არ გვაქვს, მაგრამ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მინიმუმ იმისთვის, რომ დავის ყველა რესურსი ამოწურული იყო. ჩვენ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ, ახლა უკვე მესამე ეტაპზე ვართ. სიახლე არის ის, რომ მოვითხოვეთ დროებითი განჩინების გამოტანა. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც სასამართლოს შეუძლია კონკრეტულ პირს აუკრძალოს კონკრეტული ქმედების განხორციელება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალოს პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრება, დეპუტატებისთვის დოკუმენტების გადაცემა და ა.შ.”, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ცესკოს შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება