ნოვოსიბირსკში, ძრავის პრობლემების გამო, სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ავარიულად დაეშვა

Boeing 737 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რუსული S7 Airlines-ის კუთვნილებაშია და ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა. “ტელეგრამ” არხი “ბაზა” ამბობს, რომ ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან არცერთი არ დაშავებულა.
ავარიულად დაშვება ძრავთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია, რაც თავის მხივრ, შესაძლოა ძრავის ცვეთას ან მასში მოხვედრილ უცხო საგნებს განეპირობებინათ.
“ბაზა” ამბობს, რომ ორ დღეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ძრავის პრობლემის პილოტებს ავარიული დაშვება უწევთ, მათი ცნობით, წინა დღეს მსგავსი შემთხვევა მოხდა ბურიატიაში, სადაც ძრავს ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო თვითმფრინავ Ту-204-ში.

ასევე დაგაინტერესებთ