აი, ფაქტი: ბოლქვაძეების ოჯახური ბიზნესის ისტორია – პოლიტიკა, სარგებელი და პრივილეგიები

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, აი, ფაქტი ქართული ოცნების დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის ბიზნესისა და პრივილეგიების შესახებ წერს.

სტატუსს თანახმად, სახელმწიფო დეპუტატის ოჯახის სამსახურში რამდენჯერმე ჩადგა:
· 2011 წლიდან მოყოლებული დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა და გარემოცვამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 5.3 მილიონი ლარი მიიღო.
· დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახი სახელმწიფო ქონებას პრივილეგიებით და შეღავათიან ფასად ეუფლება, წლების შემდეგ კი იქ სარფიან ბიზნესს აწყობს – მაგალითად, ბოლქვაძეების ხელში მოხვდა მხოლოდ 46 950 ლარად შეძენილი ქონება, რომელიც სამი წლის შემდეგ ბანკმა თითქმის ცხრაჯერ ძვირად, 408 900 ლარად შეაფასა.