2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ზონაში განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. უეფა-ს წევრი 54 ნაკრები 10-ის ნაცვლად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, 12 ჯგუფში გადანაწილდება.
6 ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდება, ხოლო 6 – 4-გუნდიანში. საკვალიფიკაციო ეტაპს 5-გუნდიან ჯგუფში მოხვედრილები 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო 4-გუნდიანში მყოფები – სექტემბერში. ასპარეზობა ნოემბერში დასრულდება.
შესარჩევი რაუნდის 12 ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. მეორე ადგილზე გასული 12 ნაკრები და 2024 წლის ერთა ლიგაზე 4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი კი 4 საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებს.
რეიტინგების მიხედვით საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე კალათაშია განთესილი. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს 14:00 საათზე ჩატარდება.
წყარო: პირველი არხი