თავდაცვის სამინისტრო დასავლური დახმარების გარეშე რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებასთან სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეზღუდა გერმანიამ. ბერლინი თბილისს უსაფრთხოების განმტკიცებაში, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღიდან ეხმარებოდა.
ჩვენ მივდივართ არა წინ, არამედ უკან, ანუ ჩვენ არ გვეყოლება მომზადებული კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფები. ჩვენ არ გვექნება საშუალება ნორმალური სამხედრო სწავლება ჩავატაროთ. გოჩა ვეტრიაკოვი, საქართველოს სამხედო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი
ინფორმაცია რომ გერმანია „ზოგიერთ დიდ პროექტს“ აუქმებს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა გაავრცელა. „სამწუხაროდ, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს და საქართველოში რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“ – დაწერა ელჩმა ფიშერმა X-ზე.
არც გერმანიის საელჩომ და არც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დამატებითი კომენტარი ამ თემაზე არ გააკეთეს, იქედან გამომდინარე, რომ “ორმხრივი სამხედრო პროექტების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის”.
„ფაქტიურად, ჩვენ უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე სამომავლოდ ვამბობთ უარს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა სარდალმა გოჩა ვეტრიაკოვმა.
მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების შეჩერება ან შეწყვეტა საქართველოს თავდაცვის ძალებს ძალიან უკან გადაისვრის. „გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მივდივართ არა წინ, არამედ უკან, ანუ ჩვენ არ გვეყოლება მომზადებული კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფები.
ჩვენ არ გვექნება საშუალება ნორმალური სამხედრო სწავლება ჩავატაროთ. ჯერ რა სწავლებები გვქონდა და ეგეც აღარ გვექნება. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, არცერთს და არც ახლანდელს, არ ესმის რა არის სამხედრო სისტემა, რა არის შეიარაღებული ძალების მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მათ ჯარი ახსენდებათ აღლუმებზე და ს წინ. ის, რომ შეირაღებული ძალები არის ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, ეს არ ესმით.
რომ შევხედოთ ჩვენს ქვეყანას, უსაფრთხობის თვალსაზრისით, ისეთ მდგომარეობაშია, რომ არაფრის ფუფუნება არ გვაქვს, მით უმეტეს, ამერიკის და ევროპის დახმარების იგნორირების. ეს რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის, ეს ორჯერ ორი ოთხია“ – ამბობს გოჩა ვეტრიაკოვი.
ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკით, უხეშად არღვევს „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტს, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ, ინსტიტუციურ და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს.
“თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში აღებული ვალდებულებები კომპლექსურია და მოითხოვს არა მხოლოდ ეროვნულ ძალისხმევას, არამედ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის. ჩვენთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა -ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის რჩევები და პრაქტიკული მხარდაჭერა” ამონარიდი საქართველოს 2021-2025 წლების „თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვის“ დოკუმენტიდან
2021-2025 წლების „თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში“ პირდაპირ წერია, რომ „საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აშშ-სა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს.
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში აღებული ვალდებულებები კომპლექსურია და მოითხოვს არა მხოლოდ ეროვნულ ძალისხმევას, არამედ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის.
საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით გათვალისწინებული პროცესების თანამონაწილის, რჩევები და პრაქტიკული მხარდაჭერა.
უდიდეს ყურადღებას ვამახვილებთ ნატო საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებაზე, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასაჩქარებლად“ – ვკითხულობთ საქართველოს „თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში“ 2021-2025.
უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტში ამ ჩანაწერის ფონზე, სა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მუდმივმა თავდასხმებმა სტრატეგიულ პარტნიორებზე, ის შედეგი გამოიღო, რომ 2024 წელს, პენტაგონმა გაურკვეველი დროით გადადო მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“.
სამხედრო დახმარება შეკვეცეს ან გააუქმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, გერმანიამ და ახლო წარსულში, საქართველოს სხვა მოკავშირეებმა.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ანალიტიკოსი დავით ძიძიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში სწავლებების და დასავლური სამხედრო დახმარების შეჩერების გამო, პროტესტის დიდი მოლოდინი არ აქვს.