ჰერბსტი: თუ რუსეთი მართებულ მშვიდობაზე არ წავა, ტრამპმა შესაძლოა, უკრაინას Tomahawk-ები მისცეს

უკრაინაში -ს ყოფილი ელჩის, ჯონ ჰერბსტის თქმით, თუ სთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე “წესების მიხედვით არ ითამაშებს”, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ შესაძლოა, უკრაინას Tomahawk-ის ტიპის რაკეტებიც გადასცეს.

ამის შესახებ ჰერბსტმა The Times-ის რადიოსთან ისაუბრა. ჰერბსტი უკრაინაში აშშ-ს ელჩის პოზიციას 2003-2006 წლებში, ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში იკავებდა.

“ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ თუ მოლაპარაკებებისას რუსეთი წესების მიხედვით არ ითამაშებს, ჩვენ უკრაინას იმაზე უფრო მეტ შეიარაღებას გადავცემთ, ვიდრე ოდესმე. თუ ეს მოხდება, შესაძლოა, რომ [ტრამპის ადმინისტრაციამ] [უკრაინისთვის] Tomahawk-ების [გადაცემაც] განიხილოს. მგონი დროა, ხალხმა სიტუაცია გაიაზროს, რომ უკრაინის სათანადო შეიარაღებაზე დაიწყოს საუბარი.

[ტრამპს] რამდენჯერმე უთქვამს, რომ სურს, შეთანხმების მისაღწევად უკრაინა უფრო მოქნილი იყოს და ამ კონტექსტში ტერიტორიების დათმობაც უხსენებია. ის მზადაა, უარი თქვას უკრაინისთვის დახმარების გადაცემაზე, რათა ის უფრო მორჩილი გახადოს.

მას ასევე უთქვამს, რომ პუტინმა ისეთ შეთანხმებაზე უნდა იმუშაოს, რომელიც სამართლიან და სტაბილურ მშვიდობამდე მიგვიყვანს და არა რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობამდე. და თუ რუსეთს არ სურს ამის გაკეთება, [ტრამპს] მოუწევს, რომ იმაზე მეტი შეიარაღებით უზრუნველყოს უკრაინა, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა.

თუ თქვენ ახლა [აშშ-ს] მომავალ ადმინისტრაციაზე მოსკოვის რეაქციას დააკვირდებით, ისინი თითქმის სრულად ნეგატიურად არიან განწყობილნი სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით”. – თქვა ჰერბსტმა Times რადიოსთან საუბრისას.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ