სამშობლოს ღალატის ოფიციალურო დოკუმენტი გაჩნდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ლეღვის ფოთლები – „ლელო” და „გახარია“ ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს

სამშობლოს ღალატის ოფიციალურო დოკუმენტი გაჩნდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ლეღვის ფოთლები – „ლელო” და „გახარია“ ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
„ხალხის ძალის“ წევრი ქართული ოპოზიციური პარტიების ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება. როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ აქამდე არსებობდა დოკუმენტი, სადაც სააკაშვილის მთავრობამ საკუთარ ჯარს ომის დაწყება და საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა, გაჩნდა ახალი დოკუმენტი, სადაც ოპოზიცია ევროკავშირს საქართველოს დასჯისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში ოფიციალურად მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომლის პოლიტიკური ლიკვიდაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
აქამდე მხოლოდ ერთი ოფიციალური დოკუმენტი – რეზოლუცია 1633 არსებობდა, სადაც სააკაშვილის მთავრობამ საკუთარ ჯარს ომის დაწყება და საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა.
ახლა კი, სამშობლოს ღალატის მეორე ოფიციალურო დოკუმენტი გაჩნდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ლეღვის ფოთლები – „ლელო” და „გახარია“ ევროკავშირს მიმართავენ, რომ საქართველო დაისაჯოს, საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდეს, ფინანსური დახმარება შეუწყდეს და ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთოს, საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად.
იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ, “ქართული ოცნება” აირჩია და სწორედ ამიტომ უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ ქართველი ხალხი!
P.S. მოკლედ, ახალი პარლამენტის რეჟიმში, ნაციონალური მოძრაობის ნიურნბერგის პროცესს, ახალი გარემოებები და ახალი გმირები უნდა დაემატოს, სხვა ხსნა და გზა არ არსებობს, ამ დეკლარირებული ჯაშუშების ხელში, საქართველო სულ მუდამ პოლიტიკური ტურბულენტობის მოლოდინში იქნება! ისტორიამ უნდა დააფასოს, თანამედროვე „ბოლშევიკები”,- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია