როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის. ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა

როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის. ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა
ევროინტეგრაციის გზა არის ორმხრივი გზა. ჩვენ ხელი არ მოგვიწერია იმაზე, რომ ვიღაცამ უნდა შეგვისრუტოს და ვიღაცას უნდა შევეთქვიფოთ ხომ?!, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოდგას ევროკავშირმაც.
„ეს არის ორმხრივი გზა, სადაც ჩვენ, ჩვენი მხრივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და ჩვენკენაც უნდა გადმოდგან ნაბიჯები. ევროკავშირი თავის დევიზად აცხადებს მრავალფეროვნებას. ეს მრავალფეროვნება, როგორ არის თუ ყველა ერთ ჭკუაზე დაგვაყენეს ყველაფერზე აუცილებლად. ჩვენც ხომ უნდა მოგვისმინონ?! როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის.
ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ევროინტეგრაციის პროცესი, ეს არის ბანანის რესპუბლიკისთვის ჭკუის სწავლების პროცესი. ამას ვხედავთ. რომ ჩამოვა შვიდი ადამიანი, შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან და გაბედავს, რომ დადგეს მიტინგზე გაეროს კონვენციის დარღვევით, იმათ როგორ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ, რომ ვართ თანასწორები. წარმოგიდგენიათ, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს და ბერლინში ჩაატაროს მიტინგი, ან ვილნიუსში? “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს