ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში 450-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელიც ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აგრძელებს, აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში 450-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები განხორციელდა „ჰამასის“ სამხედრო შენაერთების, სადამკვირვებლო პუნქტებისა და იარაღის საწყობების წინააღმდეგ. ამასთან, ისრაელის თვითმფრინავებმა ხან იუნისის რაიონში „ჰამასის“ წევრების განადგურების მიზნით იერიში მიიტანეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სერია დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და „ჰამასის“ ბევრი წევრი დაიღუპა.
ღაზაში გასული დღის განმავლობაში დარტყმებს ახორციელებდა ისრაელის სამხედრო-საზღვაო ფლოტიც. დარტყმებს მართვადი საბრძოლო მასალისა და ჭურვების გამოყენებით.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”