ევროკომისია: საქართველოში არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა

“საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი”, – უპასუხა წერილობით რადიო თავისუფლებას პეტერ სტანომ, ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე.
გარდა ამისა, პეტერ სტანოს თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე მოხსენებით წარდგება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებს, “როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე”.
საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ 18 ნოემბერს ილაპარაკა ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასრულების შემდეგ, ბორელმა თქვა, რომ სპეციალურად შექმნილი მისია ადგილზე გამოიკვლევს, რა მოხდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე.
„იმან, თუ როგორც ჩატარდა საპარლამენტო , დაადასტურა ამჟამინდელი მთავრობის დემოკრატიული უკუსვლა“, – განაცხადა 18 ნოემბერს ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.
ჯერჯერობით უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას”, არჩევნებში გამარჯვება საჯაროდ მიულოცა. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აღიარებს ც.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი კი ამისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
„[ლიეტუვა] საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს“, – თქვა 18 ნოემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიეტუვა აგრეთვე გამოდის მოწოდებით, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ “დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება” ჩატარდეს. ლანდსბერგისის თქმით, მრავლისმეტყველი იქნება, თუ “ქართული ოცნება” ამაზე უარს იტყვის.
19 ნოემბერს ჟოზეპ ბორელის განცხადებას ტექნიკური მისიის შესახებ გამოეხმაურნენ “ქართულ ოცნებაში”. თბილისის მერმა, მ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო მისიასთან ითანამშრომლებს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო”, – უპასუხა კახა კალაძემ მედიის შესაბამის შეკითხვას.
მაგრამ მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ს, ევროკავშირის ინიციატივასთან დაკავშირებით უფრო კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა:
“რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს, რაღაც ტექნიკური მისია.
ვისთან ვთანამშრომლობთ? რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ, ტექნიკური მისია რა არის. ვინ ჩამოდის?”, – თქვა მდინარაძემ 19 ნოემბერს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს