IWCC ელოდება, რომ სპილენძის გლობალური წარმოება 2024 და 2025 წლებში მოთხოვნას გადააჭარბებს

სპილენძის გლობალური წარმოება 2024-2025 წლებში მოთხოვნას გადააჭარბებს – პროგნოზს დამუშავებული სპილენძის საერთაშორისო საბჭო (IWCC) აკეთებს.
პროგნოზის თანახმად, გლობალური რაფინირებული სპილენძის წარმოება სავარაუდოდ გაიზრდება 3,4%-ით 2024 წელს 26,71 მილიონ ტონამდე და 2025 წელს 27,27 მილიონ ტონას მიაღწევს.
ლითონის მოხმარება 2024 წელს შესაძლოა გაიზარდოს 2,2%-ით – 26,14 მლნ ტონამდე, 2025 წელს – 2,3%-ით, 26,73 მლნ ტონამდე. ორივე მაჩვენებელი მაისში პროგნოზთან შედარებით ოდნავ დაბალი იქნება, აღნიშნავს IWCC.
მათ შორის სპილენძზე მოთხოვნა ევროკავშირის 27 ქვეყანაში და დიდ ბრიტანეთში 2024 წელს მოსალოდნელია 2,941 მილიონი ტონა, რაც 1,8%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. მომავალ წელს მოსალოდნელია 1,2%-ით გაზრდა – 2,975 მლნ ტონამდე.
ჩინეთში მოხმარება მიმდინარე წლის ბოლოს შეფასებულია 14,603 მლნ ტონაზე (ზრდა 2,6%), მომავალ წელს – 14,832 მლნ ტონაზე (ზრდა 1,6%).
იაპონიაში პროგნოზის მიხედვით წელს მოსალოდნელია ზრდა 2,3%-ით, 835 ათას ტონამდე, ჩრდილოეთ ამერიკაში (კანადა, მექსიკა და ) – 2,1%-ით, 2,285 მლნ ტონამდე. 2025 წელს ზრდა მოსალოდნელია შესაბამისად 2%-ით და 2,5%-ით.
სპილენძისა და სპილენძის პროდუქტების სავაჭრო ასოციაცია International Wrought Copper Council დაარსდა 1953 წელს. მისი წევრები არიან 150-მდე კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…