საკონსტიტუციომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი

არჩევნების შედეგების გაუქმების თაობაზე პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა. ის ვებგვერდზეც უკვე გამოქვეყნდა.
ამ სარჩელით ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო სას დაირღვა მოქალაქერთა კონსტიტუციური უფლებები – ხმის მიცემის ფარულობისა და თავისუფალი არჩევნების თაობაზე.
„არჩევნები უნდა ასახავდეს ამომრჩევლის რეალურ და არა იმის შიშის ქვეშ გამოხატულ პოზიციას, რომ შენი არჩევანი სხვებისათვის ცნობილი გახდება, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ფარულობის პრინციპის დარღვევა ეჭვქვეშ აყენებს შესაბამისი არჩევნების, როგორც დემოკრატიული ლეგიტიმაციის ინსტრუმენტის, ხასიათს“, – წერია სარჩელში.
მისი დარეგისტრირების შემდეგ, სასამართლოს საქმის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს ოპოზიციაც. ორივე სარჩელს სასამართლოს პლენუმი ანუ სრული შემადგენლობა განიხილავს. უცნობია, როდის განიხილავენ მოსამართლეები უშუალოდ ამ საქმეს.
26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61. საქართველოს დასავლელი პარტნიორები მმართველ გუნდს არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ მიუთითებენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არ შეუფასებიათ ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.