კიევში აშშ-ისა და სხვა რამდენიმე სახელმწიფოს საელჩოები დროებით დახურულია

კიევში ამერიკისა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა განაცხადეს, რომ ისინი ოთხშაბათსაც დახურულები იქნებიან, უსაფრთხოების მიზეზების გამო. ამერიკის დიპლომატიური მისიის თქმით, უკრაინის დედაქალაქზე ს შესაძლო სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები მიიღეს.
ეს პრევენციული ნაბიჯი დასავლეთის ქვეყნებმა მას შემდეგ გადადგეს, რაც რუსმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ პასუხს გასცემდნენ ამერიკის პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებას “ATACMS”-ებთან დაკავშირებით: მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკამ ს ნება დართო რუსეთის სიღრმეში თავდასხმისთვის ამერიკული წარმოების შორი რადუსის მქონე რაკეტები გამოიყენოს. ამ ინფორმაციამ კრემლის აღშფოთება გამოიწვია.
ამერიკის საელჩოში ამბობენ, რომ საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება იმ კონტექსტის გათვალისწინებით მიიღეს, რომ კიევზე მიმდინარეობს აქტიური საჰაერო თავდასხმები. საელჩოში ასევე იმედს გამოთქვამენ, რომ დედაქალაქში საქმიანობას მალევე განაახლებენ.
ამერიკის მსგავსად, კიევში დაიხურა იტალიისა და საბერძნეთის საელჩოებიც. ბრიტანეთის საელჩომ კი განაცხადა, რომ ღიაა და მუშაობას აგრძელებს.
ომი უკრაინასა და რუსეთს შორის უკვე 1 000 დღეზე მეტია გრძელდება. რუსეთმა ცოტა ხნის წინ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარი ჩართო – უკრაინის წინააღმდეგ, ახლა რუსებთან ერთად ჩრდილო კორეელებიც იბრძვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ ფიშერი – ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს

გედევან ფოფხაძე – ვარწმუნებ ივანიშვილის მსახურებს, რომ მათი მოტივაცია და ჩვენი კონტრასტულია, აქციაზე რაოდენობას ნუ ითვლიან – თუ რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილსა და კოტე აფხაზს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გმირები იყვნენ