ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში ცნობილი მსახიობის, სელმა ჰაიეკის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მასთან მსგავსებას ხედავს: “მართლა როგორ ვგავარ, არა?”
ნანუკას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ბევრი სახალისო კომენტარი მოჰყვა, ერთ-ერთი კი თავადაც გააზიარა, სადაც წერენ, რომ ამ ამბავში თამუნა მუსერიძის ჩარევაა საჭირო:
ნანუკა გულუას ბიოგრაფია და ოჯახი
ნანუკა გულუა საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”, დოჩი ალიშბაიას როლით გაიცნო. ის პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ მეგრელი ქალის თამაში არ გასჭირვებია. ამბობს, რომ დოჩის ბევრი რამით ჰგავს, მასავით ხმაურიანი და დემაგოგია.
“ჩემი მეგობრის, თიკო გაგუას დაბადების დღეზე ვიყავი, ის ქეთი დევდარიანის მეგობარია. მე და ჩემი და ცნობილი მომლხენები ვართ. ამ დაბადების დღეზეც მივიქციეთ ყურადღება. ქეთი ჩემით დაინტერესდა. სოციალურ ქსელში დავმეგობრდით, მიმოწერაც გვქონდა. მერე მითხრა, – ვქმნი პერსონაჟს, რომელსაც მგონია, რომ კარგად განასახიერებო. ვიუარე, კამერასთან მუშაობა არ ვიცი-მეთქი. მოკლედ, საბოლოოდ შემოთავაზება მაინც მივიღე”, – იხსენებდა ნანუკა.
სერიალით მოსული წარმატებისა და პოპულარობის შემდეგ, ნანუკა გულუა არაერთი ტელეშოუს წამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ. ამის პარალელურად კი, სიახლეები იყო მის პირად ცხოვრებაშიც: ოცდაყველა”კი არა “ასყველა” წელი ღირდა რომ დავლოდებოდი! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ”, – წერდა 2021 წელს ნანუკა.
მსახიობმა კახაბრ კაშიაზე იქორწინა. მათ ქალიშვილი, ნინა და ვაჟი, ირაკლი შეეძინათ. 41 წლის ასაკში კი ნანუკა მესამე შვილს ელოდება:
· ნანუკა გულუასა და კახა კაშიას სიყვარული: “საერთოდ არ გვაქვს ლამაზი სიყვარულის ისტორია…”
“პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა, რომელმაც ჩემს ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ.
გავა-გამოვა და ისევ მესამე ბავშვის გაჩენის თემამდე მივდივართ. ნინა რომ გაჩნდა, ვიცოდი, რომ უნდა გადამედო ყველაფერი და აუცილებლად ჰყოლოდა და ან ძმა და ჰყავს კიდეც. ახლა როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება“, – ამბობდა ნანუკა.