„ველოდებით, რომ ბიტკოინი 100 000-მდე ღირებულებას მიაღწევს და ოქროც ნელ-ნელა დაუბრუნდება 2900-იან ნიშნულს” – ეკონომისტი

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება.
ს ანგარიშის მიხედვით, ოქროს ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა. შედეგად ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს – ერთ უნციაზე თითქმის $2,790-ს მიაღწია.
საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ამჯერად მატება ცენტრალური ბანკების ნაცვლად საცალო და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორების დამსახურება იყო.
ეკონომისტ ნიკა შენგელიას თქმით, ოქროზე, ისე როგორც ყველა ღირებულ აქტივზე ფასის ზრდა მსოფლიოში არასტაბილური პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება.
,,ოქროზე, ნავთობზე, დოლარზე, მსგავს აქტივებზე ფასების ზრდა ამ ეტაპისთვის პოლიტიკური პროცესის ნაწილია.
რაც უფრო მეტად იქნება არეულობა და გაურკვევლობა, ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ველოდებით, რომ ბიტკოინი 100 000-მდე ღირებულებას მიაღწევს და ოქროც ნელ-ნელა დაუბრუნდება 2900-იან ნიშნულს. ში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, ამერიკის და ზოაგადად ყველა მწვავე პოლიტიკური პროცესი ფასის ზრდაზე მოქმედებს.
ერთი უნციის ფასი გაყოფილი 31 გრამზე, აი, ეს არის საბაზრო ფასი. ერთ უნციაზე ღირებულება თუ გაიზრდება, ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, გაიზრდება ფასები“,- აღნიშნა “კომერსანტთამ” ნიკა შენგელიამ.