ბერდია სიჭინავა – არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით – უწყვეტ პროტესტში ვართ, თუმცა კამერებში არ ვკეკლუცობთ

26 ოქტომბერს, ს დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს.
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავა ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ არსებულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ პროტესტის მონაწილეებს შორის ვერ ხედავენ.
სიჭინავას განმარტებით, ისინი სასამართლოებსა და სხვა უწყებებში განაგრძობენ ხმების დაცვას.
„ამ თემაზე არაფერს დავწერდი, კამპანიური სახე რომ არ მიეღო ამ ფარისევლობას – თურმე ეძებენ ჩვენს გუნდს და ვერ პოულობენ პროტესტში.
ახლა კარგად დამიგდეთ ყური:
ჩვენს პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების (მოპარული არჩევანის დაბრუნებაც ნამდვილად ერთ-ერთია) და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე…
ვიღაცების დავალებით ის ადამიანები “დაგვეძებენ” თურმე, თან “თვალთხარიას” რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს…
26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში.
აი, გუშინ, მაგალითად, ჩვენი გუნდი დილის 11:00 სთ-დან გვიან ღამემდე სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ს წინააღმდეგ შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობდა (სტრასბურგისთვის გვჭირდება, თორემ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს მე ნუ მასწავლით). ამის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან მართავდა შეხვედრებს და ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ 24 -საათიან პროტესტშია ჩართული ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში უნივერსიტეტთან მხოლოდ იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს…
ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას ვცემთ პატივს, საერთო მიზანი უნდა გვქონდეს ყველას: არჩევნების დაბრუნება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, ოღონდ პათეტიკური სადღეგრძელოების, ჟივილ-ხივილისა და სხვების ლანძღვის გარეშე, გონიერი მოქმედებებით.
ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს მინდა მივმართო: იმედებს არასდროს გაგიცრუებთ! თქვენი ხმა გვაძლიერებს!
ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის!“- წერს ბერდია სიჭინავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს