ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი საპრეზიდენტო “ შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი საპრეზიდენტო “ შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არჩევნები პრეზიდენტის გადადგომის დღიდან სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა და პარლამენტმა იგი 19 ნოემბერს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციით არჩევნები სამი თვის ვადაში, ანუ 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს. რადგან აფხაზეთში არჩევნები ყოველთვის შაბათ-კვირას იმართება, ეს შეიძლება შაბათს, 15 თებერვალს ან კვირას, 16 თებერვალს იყოს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა.
მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღი ე.წ. პარლამენტმა უნდა დანიშნოს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ე.წ. პარლამენტმა „საპარლამენტო არჩევნების“ თარიღის საკითხი შესაძლოა, 28 ნოემბერს განიხილოს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი გუშინ დაუჭირა. მანამდე, ადგილობრივმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ასლან ბჟანიამ დატოვა, თუმცა თავად ბჟანიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ის სოფელ ტამიშში იმყოფებოდა. ასევე, რამდენიმე დღის წინ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება