United Airlines-ი საშობაოდ, ევროპაში ფრენებზე, რეკორდულ მოთხოვნას ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა საშობაო არდადეგებზე თითქმის 30%-ით გაიზარდა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით – განაცხადა United Airlines Holdings-მა.
2023 წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. მომავალი საკურორტო სეზონი შეიძლება იყოს ყველაზე დატვირთული ავიაკომპანიის ისტორიაში – ავიაკომპანია 25 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავს.
ამერიკელებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ლონდონი, ფრანკფურტი, მიუნხენი, პარიზი და ბრიუსელი. გარდა ამისა, United შესთავაზებს დამატებით პირდაპირ ფრენებს არდადეგების დროს დრეზდენში, სტრასბურგში, ვენასა და კიოლნში, სადაც ყველაზე პოპულარული საშობაო ბაზრობები იმართება.
ნოემბერსა და დეკემბერში United–ი ევროპის ქალაქების მიმართულებით 60-მდე პირდაპირ რეისს განახორციელებს.
2024 წლის დასაწყისიდან ავიაკომპანიის კაპიტალიზაცია გაიზარდა 2.2-ჯერ, 29.7 მილიარდ დოლარამდე, ხოლო S&P 500 ინდექსმა 23.6%-ით მოიმატა.