ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა

ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა.
„ვენესუელელმა ხალხმა 28 ივლისს თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვა და ედმუნდო გონსალესი არჩეული პრეზიდენტი გახადა. დემოკრატია ამომრჩეველთა ნების პატივისცემას მოითხოვს“, – წერს -ის სახელმწიფო მდივანი, სოციალურ ქსელში.
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა გონსალესს „გუაიდო 2.0“ უწოდა.
„კიდევ ერთი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც თავის მარიონეტებთან ერთად ვენესუელის დემოკრატიის დამხობა ვერ შეძლო“, – განაცხადა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. ს შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოგვიანებით, ქვეყნის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან