სამხრეთ კორეელი დეპუტატი – კურსკში 10 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია განლაგებული, მათი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობს

10 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი განლაგებულია კურსკში, როგორც რუსეთის საჰაერო სადესანტო და სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი, ზოგი მათგანი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიმდინარე ბრძოლებში უკვე მონაწილეობს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, პარკ სუნ-ვონმა დაზვერვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ ასევე გაგზავნა დამატებითი იარაღი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის, მათ შორის თვითმავალი ჰაუბიცები და მრავალი სარაკეტო გამშვები.
ამასთან, სამხრეთ კორეელი დეპუტატის ინფორმაციით, დაზვერვის ეროვნული სამსახური ცდილობს, დაადგინოს რა დანაკარგები განიცადა ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა