გიორგი ვაშაძემ პოლიციელებს 40-წუთიანი ვადა სთხოვა, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რაზეც უარი მიიღო

პოლიციის წარმომადგენლები “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან სთან მივიდნენ და განუმარტეს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.
ვაშაძესა და პოლიციას შორის საუბრისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ვაშაძე მათგან 40 წუთის ვადას ითხოვდა, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა.
“მე ვთხოვე 40 წუთი და პასუხს ვერ გვცემენ. 40 წუთი არის გონივრული ვადა. მე ჩემი პოზიცია ჩამოვუყალიბე მათ, მათ პასუხი არ აქვთ”, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ოცნებას“ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანია აქვს, გაურკვეველია რას ეძებენ – ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს – კონტრაქტი არსებობს

ნონა ქურდოვანიძე – უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს