პოლიცია მელიქიშვილის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს – დემონსტრანტები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ ინაცვლებენ

სამართალდამცველებმა მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.
მანამდე -მ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 15 წუთის ვადა მისცა. ასევე, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ და ერთად დამდგარიყვნენ.
აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს სტვენითა და ტაშით დახვდნენ. ასევე, ისინი სკანდირებენ: საქართველო, საქართველო!
მომიტინგეები უკან იხევენ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას