აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი თსუ-ის პირველი კორპუსის შენობაში შევიდა

აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შევიდა.
სტუდენტების თქმით, მათი გეგმაა, რომ შენობაში დარჩნენ იქამდე, სანამ რექტორი ჯაბა სამუშია თანამდებობას არ დატოვებს.
“საქართველოს და თსუ-ის არსებობა ერთმანეთთან ძალიან მნიშვნელოვნად და სიმბოლურად არის გადაკვანძული. ეროვნული მოძრაობა დაიწყო თსუ-დან და ახალი ეროვნული მოძრაობაც დაიწყება თსუ-დან, ვფიქრობ. ბოიკოტია [გეგმა], დავრჩებით აქ იქამდე, სანამ ჯაბა სამუშია არ გადადგება”, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა, მოძრაობა დაფიონის აქტივისტმა ზვიად ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაბა სამუშიას გადადგომა სტუდენტებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა.