საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩეხეთთან დამარცხდა. ანგარიში ჩეხების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების კარში პირველი გოლი მესამე წუთზე გავიდა, ხოლო მეორე 24-ე წუთზე.
საქართველოს ნაკრებიდან ჩეხეთს გოლი გიორგი მიქაუტაძემ მატჩის მეორე ტაიმში გაუტანა.
ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა “ერთა ლიგის” ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონის მეორეადგილოსანს შეხვდება. “ერთა ლიგის” B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ჩეხეთი, მეორეზე – , მესამეზე – საქართველო, ბოლო ადგილზე კი ალბანეთი.
„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება