საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.
გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.
შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.