სერგეი ლავროვი: უკრაინის მიერ ATACMS-ებით მიტანილი იერიში ნიშანია, რომ დასავლეთს ესკალაცია სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის მიერ ბრიანსკის ოლქზე ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემებით, ATACMS-ებით მიტანილ იერიშს იმის ნიშანი უწოდა, რომ დასავლეთს ომში “ესკალაცია” სურს.

ამის შესახებ მან რიო-დე-ჟანეიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც დიდი ოცეულის (G20) სამიტი იმართება.

ლავროვმა თქვა, რომ ATACMS-ის ტიპის რაკეტები 18 ნოემბრის ღამით ბრიანსკის ოლქში იერიშებისთვის “არაერთხელ” იყო გამოყენებული.

“ეს, რა თქმა უნდა, იმის სიგნალია, რომ მათ ესკალაცია სურთ. ამერიკელების გარეშე ამ მაღალტექნოლოგიური რაკეტების გამოყენება, რაზეც პუტინმა მრავალჯერ ისაუბრა, შეუძლებელია. ის გაფრთხილებას იძლეოდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი პოზიცია, თუ დამტკიცდება ეს შორსმავლობა, რომელსაც ისინი ახლა განიხილავენ, ანუ 300 კილომეტრამდე. არსებითად კი, არ არის დამტკიცებული, რომ უკრაინამ შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს, ეს განცხადება, რომ ახლა 300 კილომეტრამდე მიიტანენ იერიშს”. – თქვა ლავროვმა.

ლავროვი ირწმუნება, რომ ვერ ადასტურებს, -მ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნება დართო უკვე თუ არა.

“ვერ დავადასტურებ, ყველა კი ისე წერს, თითქოს გადაწყვეტილი საქმე იყოს. ბორელმაც კი თქვა, რომ ეს ოფიციალურია, ხოლო ევროპელები მსჯელობდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ყველამ თავისით გადაწყვიტოს, დართოს უკრაინელებს თავისი შორი რადიუსის იარაღის გამოყენების ნება თუ არა”. – თქვა ლავროვმა.

ლავროვმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის განახლებული ბირთვული მოძღვრება წაიკითხონ.

კითხვის საპასუხოდ, განიხილავენ თუ არა ბრიანსკის ოლქზე მიტანილ იერიშზე ბირთვულ პასუხს, ლავროვის თქმით, რუსულ ხელისუფლებაში “დარწმუნებულები არიან, რომ ბირთვული იარაღის მოწოდება, უპირველეს ყოვლისა, არის ნებისმიერ ბირთვული ომის შეჩერება”.

“სწორედ ამ გადმოსახედიდან ვაფასებთ მოცემულ ვითარებას”. – თქვა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან