ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერს ჟოლტ შემიენის შეხვდა

უნგრეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად დღის ბოლოს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანგრძლივი აუდიენციის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-უნგრეთის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.
პარტიის განმარტებით, ვიცე-პრემიერმა შემიენიმ, როგორც უნგრეთის სხვა არაერთმა ოფიციალურმა პირმა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი ქვეყანა და ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკომისიის რეკომენდაციის ოფიციალურად გაფორმებას.
ირაკლი კობახიძემ ჟოლტ შემეინს გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე