თსუ-ის სტუდენტების ნაწილი: ვგმობთ ადმინისტრაციის დუმილს, ვითხოვთ რექტორის გადადგომას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და გმობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დუმილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
განცხადებაში საუბარია დღეს, 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილის თსუ-ის ეზოში შესვლაზე.
სტუდენტების ნაწილის თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის და გახსნა – საპოლიციო ძალებისთვის. ისინი რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }