Walmart Inc.-მა, უმსხვილესმა რითეილერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2025 ფისკალური წლის მესამე კვარტალში, შემოსავალი 5,5%-ით გაზარდა რაც იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს.
აგვისტო-ოქტომბერში კომპანიის წმინდა მოგებამ შეადგინა $4,58 მილიარდი, ანუ 57 ცენტი ერთ აქციაზე, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე 453 მილიონი აშშ დოლარი ანუ 6 ცენტი იყო. მოგება ერთჯერადი ფაქტორების გარეშე აქციაზე 51 ცენტიდან 58 ცენტამდე გაიზარდა.
Walmart-ის შემოსავალი გაიზარდა 169,59 მილიარდ დოლარამდე ერთი წლის წინანდელი 160,8 მილიარდი დოლარიდან. შედარებითი გაყიდვები შეერთებულ შტატებში გაიზარდა 5.3%-ით, ხოლო Sam’s Club–ი – მცირე საბითუმო ქსელი, გაიზარდა 7%-ით.
FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა საშუალოდ შეაფასეს Walmart-ის კორექტირებული მოგება 53 ცენტი, 167,7 მილიარდი დოლარის შემოსავალზე. თავად კომპანიამ აგვისტოში იწინასწარმეტყველა მოგება 51-52 ცენტის ფარგლებში და შემოსავლების ზრდა 3,25-4,25%–ით.
ფინანსური წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რითეილერმა გამოისყიდა 46 მილიონი აქცია, ჯამში 3 მილიარდ დოლარად – ნათქვამია ფინანსურ ანგარიშგებაში.
Walmart გეგმავს შემოსავლის 4,8-5,1%-ით გაზრდას 2025 ფინანსური წლის შედეგებით (ადრე პროგნოზირებული 3,75-4,75%) და კორექტირებული მოგების მიღებას $2,42-2,47$–ის ფარგლებში თითო აქციაზე (ადრე ნავარაუდები იყო $2,35-2,43).
ბოლო სამი თვის განმავლობაში Walmart-ის კაპიტალიზაცია გაიზარდა 12,8%-ით (676 მილიარდ დოლარამდე), ხოლო S&P 500 საფონდო ინდექსი 5,3%-ით გაიზარდა.
Walmart მართავს 10,5 ათასზე მეტ მაღაზიას 19 ქვეყანაში და ასევე მუშაობს ელექტრონულ კომერციაში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2,1 მილიონი ადამიანი, მათ შორის 1,6 მილიონი თანამშრომელი შეერთებულ შტატებში.