ნიკა გვარამია: შევხვდებით 19:00 საათზე მელიქიშვილზე!

“შევხვდებით 19:00 საათზე მელიქიშვილზე!
ჯიუტად, გამბედავად, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს!
ემოციებიც უნდა ჩავაცხროთ – ამ რუსის ომონზე ვიშვიშის და ბრაზის დრო არ გვაქვს, ფეხებზე დავიკიდოთ. თსუ-ს ისტორიულ სირცხვილს, საკუთარივე სტუდენტების მარბიელ რაზმს რო მისცა თავშესაფარი და თავდასხმის ლოკაციად აქცია, ასევე მერე გავცეთ პასუხი.
ფეხმოუცვლელად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს მომავალს! რამდენიც არ უნდა გვდიონ, არსად არ წავალთ – სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს!
ps უძინარებმა – გამოიძინეთ, ვისაც დაგეზარათ – აღარ დაგეზაროთ,” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია