მდინარაძე: მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, ჩვენი აქტივის გაკავება გვიწევს – მიგვიშვითო

რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რას ამბობს მაგალითად, მასმედია, რას ამბობენ უცხოელები, რას ამბობენ NGO სექტორის წარმომადგენლები იმაზე, ეს არის თუ არა მისაღები ფორმა პროტესტის გამოხატვის. გადაშავებულს ვატარებ პირადად მე გპირდებით ამას, თუ ეს მისაღები ფორმაა ოპოზიციის ლიდერებს. აი, ხო საოცრებას ვამბობ და ეს რა თქვაო, შეიძლება თქვათ, აი, მელანი გადაასხითო, რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე. თუ მისაღები ფორმაა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და ჩვენც გაგვაპროტესტებინეთო კაცო, ჩვენ ხმები არ მოგვიციაო იქო? მილიონ 100 ათასზე მეტი რომ ვართო, ჩვენ უფლებებს ვინ იცავს და მიგვიშვითო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შეიძლება ზედმეტად გულწრფელი ვარ, ჩვენ გვიწევს ამ ხალხის დაკავება და გაკავება. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი გვიკავშირდება და გვეხვეწება, რომ მივუშვათ. აი, ამ სიტყვას ვამბობ სპეციალურად და თუ ეს მისაღები ფორმაა მელანის გადასხმა, რაღაცების გადასხმა, შავი საღებავების, მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მელნის გარეშე ვერ გაივლიან ქალაქში.

ეს ახლა გინდათ, პირობით მოცემულობად და საუბრად მიიღონ, გინდათ რეალურად – თუ მელანის გადასხმა, თუ შავი საღებავის შესხმა მოსული ფორმაა, ჩვენ აქტივსაც მაგალითად, ქართული ოცნების აქტივსაც, ბევრ მომხრეს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ მივიდნენ და ამ მატყუარა აგენტებს გადაასხან შავი საღებავი ან მელანი. […]

ჩვენებსაც სჭირდებათ და უნდათ, აი, გვჭირდებაო ესო, მოთხოვნილება გვაქვს, რომ გადავასხათ შავი საღებავიო, გვეუბნებიან.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მ.