“ევროპული საქართველოს” წევრს, რომელიც იძულების მუხლითაა დაკავებული, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრს, რომელიც იძულების მუხლით დააკავეს, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვანი გოგოს მიმართ იძულებას ედავება.
“კურიერის” ინფორმაციით, მან 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა. შემდეგ ძაგნიძე გოგოს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც კობა ძაგნიძე დააკავეს.
კობა ძაგნიძე “ევროპული საქართველოს” ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის წარსულში ქრთამის აღების ფაქტზეა ნასამართლევი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა