ევროზონაში სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის ანგარიშში, რომელიც წარმოადგენდა საბოლოო მონაცემებს.
ამრიგად, ინფლაცია დაჩქარდა სექტემბერთან შედარებით, როდესაც მან 1,7% შეადგინა.
ოქტომბრის საბოლოო მონაცემები დაემთხვა Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების წინასწარ და კონსენსუს პროგნოზებს.
ევროზონაში სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა ოქტომბერში დაჩქარდა 2,9%-მდე სექტემბრის 2,4%-დან, ხოლო მომსახურების ღირებულების ზრდა – 4%-მდე 3,9%-დან. სამრეწველო პროდუქცია ოქტომბერში გაძვირდა 0.5%-ით (+0.4% სექტემბერში), ენერგორესურსები გაძვირდა 4.6%-ით (-6.1% სექტემბერში).
სამომხმარებლო ფასები სურსათისა და ენერგიის ღირებულების გამოკლებით (CPI Core index) გაიზარდა 2.7%-ით, ისევე როგორც ერთი თვის წინათ, ყველაზე დაბალი ტემპით 2022 წლის თებერვლის შემდეგ.
ოქტომბერში თვიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, რაც დაემთხვა ექსპერტების წინასწარ შეფასებასა და პროგნოზს. სექტემბერში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა.
ევროზონაში ნოემბრის ინფლაციის დინამიკის შესახებ წინასწარი მონაცემები 29 ნოემბერს გამოქვეყნდება.