თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. საუბარია საია-ს საჩივარზე, რომლითაც ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს.
საია-ს შუამდგომლობის საფუძველი პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელია. სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციოსგან არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზაციას განუმარტეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის ვადები შეზღუდულია და საკონსტიტუციოს გადაწყვეტლებას ვერ დაელოდებიან.
გარდა ამისა, სასამართლომ საიას შუამდგომლობაზე უარის თქმის პროცედურული საბაბიც განმარტა – ორგანიზაციას სხდომაზე არ ჰქონდა წარმოდგენილი პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საია-სა და პრეზიდენტის სარჩელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას წაიკითხავთ შემდეგ მასალებში:
· პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
· საია ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვს
· პრეზიდენტი უკრაინელებს მიმართავს ომის დაწყებიდან 1000 დღის თავზე
· აქციაზე შსს-მ ჯამში 16 ადამიანი დააკავა
· პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს