დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შპს „ჯეო ჰოსპიტალსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმი სამედიცინო კაპელანის პროექტის ფარგლებში გაფორმდა და ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური სარწმუნოების პაციენტთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების ხელშეწყობას, მათ შორის, თანამშრომლობას საავადმყოფოში კაპელანური მსახურების შემოღების თაობაზე.
„მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და „ჯეო ჰოსპიტალის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ვასაძემ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.