ვიქტორ ორბანი ემანუელ მაკრონს შეხვდა – საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება იყო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ორი ლიდერი პარიზში განიხილავს უკრაინის მხარდაჭერასა და ისრაელ-“ჰამასის” ომს, ასევე ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებს.
ს თქმით, მან ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მიიწვია.
მანამდე ორბანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, რა დროსაც თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისგან თავი უნდა შეიკავონ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ამ კვირაში უმაღლესი რადა კენჭს უყრის გადაწყვეტილებას, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სამზადისში. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ესაუბრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის აზრით კი ევროკავშირმა, შესაძლოა, გადადოს გადაწყვეტილება მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე.
საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების ლიდერები, სავარაუდოდ, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება