ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოგზავნიან, რომელიც გაანალიზებს, თუ რა მოხდა არჩევნებზე.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები? იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ მოქმედებენ რადიკალები”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერი ამტკიცებს, რომ რამდენიმე ინციდენტის გარდა არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა.