საია: საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა პრეზიდენტის სარჩელზე არ დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით (საია), თბილისის საქალაქო სასამართლომ საია-ს შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა პრეზიდენტ ს მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გულისხმობდა, რომელიც ს არაკონსტიტურციურად ცნობის მოთხოვნას ეხება. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საია-ს შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.
სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. საია-ს სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება”, – წერს საია.
19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. მას სასამართლოში პარტია სამართლიანობისთვის ერთ-ერთი ლიდერი, წარადგენს.

ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, პრეზიდენტის სარჩელის შეტანა მაინც მნიშვნელოვანია.
“სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი დარტყმის ქვეშ თავად სასამართლომ დააყენა თავისი უკანასკნელი ნაბიჯებით. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს, რადგან აუცილებელია გამოყენებული იქნას ყველა სამართლებრივი გზა საზოგადოების უფლებების დასაცავად”, – აღნიშნა ბესელიამ.
მისივე თქმით, სარჩელი ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევის შესახებ არის – პირველი, საყოველთაობის დარღვევა და მეორე, ფარულობის დარღვევა.
“ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რაც არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე. ამასთან, დარღვეული იყო უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის ხმის ფარულობის დაცვა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.