იაპონია უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ს დამატებით 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან. აქედან ერთი მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყოფა (დახმარება მოიცავს გენერატორებსა და ელექტრომომარაგების დაფინანსებას).
უკრაინის პრეზიდენტმა, მ იაპონიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დახმარების პირველ ნაწილს იანვარში, უმეტესი ნაწილს კი გაზაფხულზე მიიღებენ. მისი თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
“მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. 4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა. ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს, 1.5 მილიარდს, იანვარში. პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ”, – თქვა ზელენსკიმ.